ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ვლადიმერ პუტინსა და სერგეი ლავროვს - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

გერმანიის საგარეო მინისტრი

ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

მისი თქმით, ისინი პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რომ უკრაინაში უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან.

„ისინი პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რომ უკრაინაში უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან, ისინი პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რომ საერთაშორისო სისტემა ფეხქვეშაა გათელილიი და ჩვენ, როგორც ევროპელები ამას არ ვაღიარებთ“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.