ინდოელი წინასწარმეტყველის, აბჰიგია ანანდის პროგნოზი 2026 წლისთვის
1768509071
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები SWIFT სანქციების შესახებ განსახილველად ხვალ შეიკრიბებიან.
ევროკავშირი არ გამორიცხავს, რომ საერთაშორისო გადახდის სისტემიდან ბელორუსია გაითიშოს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
„ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ხვალ ონლაინ შეხვდებიან, რათა მიაღწიონ პოლიტიკურ შეთანხმებას SWIFT-ის სანქციებზე. ასევე არსებობს წინადადება ბელორუსიის SWIFT-ისგან გათიშვის შესახებ", - წერს ის.
SWIFT ფინანსური ინსტიტუტების გაერთიანებაა. ის არ არის ტრადიციული ბანკი - ეს არის დაცული სისტემა, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს ერთმანეთთან აკავშირებს, ბანკებს უგზავნის საგადასახადო დავალებებს, ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ტრანზაქციების განხორციელებისთვის.
SWIFT-ის სისტემაში დღის განმავლობაში 40 მილიონზე მეტი შეტყობინება შედის, სახელმწიფოები ერთმანეთში ტრილიონობით დოლარს ცვლიან. ამ დავალებების 1%-ზე მეტი რუსულ გადარიცხვებს მოიცავს.