ესტონეთის პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

alar karisi

ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი „ტვიტერში“ ვლადიმერ პუტინის ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ გამოცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, ესტონეთი არასოდეს მიიღებს რუსეთის უკანონო გადაწყვეტილებას დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების აღიარების შესახებ. კარისის განცხადებით, ისინი უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ნაწილებია, ისევე როგორც ყირიმი.

„აშკარაა, რომ მოსკოვი სერიოზულად არ უდგება დიპლომატიას და ომის საბაბს ეძებს“. – წერს ესტონეთის პრეზიდენტი.