მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია - ბოლო ცნობები ისრაელიდან
1749924772
რუსეთის გადაწყვეტილების საპასუხოდ დიპლომატიური მისიის შემცირებაზე, ესტონეთმა რუსეთის ელჩს ქვეყნის დატოვება 7 თებერვლამდე უბრძანა. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ განაცხადა.
„ესტონეთმა გაითვალისწინა რუსეთის დღევანდელი გადაწყვეტილება დიპლომატიური წარმომადგენლობის დროებითი რწმუნებულის დონემდე შემცირების შესახებ. ესტონეთი რუსეთთან ურთიერთობაში დგას პარიტეტის პრინციპიდან, საიდანაც ჩვენ არ გადავუხვევთ. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ელჩი ტალინში 7 თებერვალს ესტონეთის ელჩთან ერთად გაემგზავრება“, - აღნიშნა მან.
მანამდე, რუსეთმა ესტონეთის ელჩს, მარგუს ლაიდრეს უთხრა, რომ 7 თებერვლამდე დაეტოვებინა ქვეყანა.