1772918011
ესტონეთი და ლატვია რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს ხურავენ
ესტონეთი და ლატვია რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს ხურავენ.ამის შესახებ ინფორმაციას სტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
„ვამზადებთ შესაბამის წინადადებას, რომლის მიხედვითაც, ესტონეთის საჰაერო სივრცე რუსული ავიაკომპანიებისთვის დაიხურება. ჩვენს ბალტიელ კოლეგებსაც იგივე ქმედებისკენ მოვუწოდებთ, რომ ჩავხსნათ რუსეთი ევროპის საჰაერო სივრციდან“, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე დაკეტეს პოლონეთმა, ჩეხეთმა ბულგარეთმა და დიდმა ბრიტანეთმა.











