ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ მიმართვას ავრცელებს
1772914226
იტალიური მოდის სახლი Dolce & Gabbana 2022 წლიდან თავის კოლექციებში ნატურალურ ბეწვს აღარ გამოიყენებს. ინფორმაციას ამის შესახებ Vogue-ი ავრცელებს.
„ჩვენ უფრო მდგრადი მომავლისთვის მივისწრაფვით, რომელშიც ცხოველების ბეწვის გამოყენება შეუძლებელია“, - აღნიშნულია მოდის სახლის განცხადებაში.
მანამდე ცხოველების ბეწვის გამოყენებაზე უარი თქვეს კომპანიებმა: Armani, Gucci, Prada, Versace. გასული წლის დეკემბერში კი ჟურნალმა Elle გადაწყვიტა, რომ თავის ფოტოსესიებში ბეწვს აღარ გამოიყენებს და ბეწვისგან დამზადებული ნივთების რეკლამასაც არ დაბეჭდავს.