დნიპროს ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, 5 სოფლის ინფრასტრუქტურა განადგურდა

დნიპრო

კუპიანსკზე რუსეთის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა 1 ადამიანი, 2 კი დაშავდა. დაინგრა 5 საცხოვრებელი სახლი. დნიპროს ოლქში ოკუპანტმა 5 სოფელი დაბომბა. განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, კერძო მეურნეობები, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზები. დაჭრილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ფრონტის ხაზზე შეტაკებები არ წყდება - გასული დღე-ღამის განმავლობაში, 168 საბრძოლო შეტაკება მოხდა. პოკროვსკის და კურახოვეს მიმართულებებზე უკრაინულმა არმიამ 41 შტურმის მოგერიება შეძლო. სამი საბრძოლო მიმართულებით, უკრაინული არმიის დისლოცირების არეალის მიმართულებით, რუსეთის ძალებმა 9 სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.