„შედეგები საგანგაშოა...“ - ზაზა თელია მოსახლეობას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს
1776877848
დიდმა ბრიტანეთმა რუსულ გემებს საკუთარ პორტებში შესვლა აუკრძალა.
ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრის გრანტ შეპსის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ სუვერენულ, დემოკრატიულ სახელმწიფოზე - უკრაინაზე თავდასხმას უკავშირდება.
"საზღვაო სექტორი ფუნდამენტურია საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ჩვენ უნდა ვითამაშოთ ჩვენი როლი რუსეთის ეკონომიკური ინტერესების შეზღუდვაში. ასეთ ვითარებაში ტრანსპორტის დეპარტამენტი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს რუსული გემების გაერთიანებული სამეფოს პორტებში შესვლას", - ნათქვამია დოკუმენტში.