9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
1770578809
გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში, უკრაინის პრეზიდენტის ისტორიული მიმართვა დაინიშნა, რომელიც დღეს, თბილისის დროით, საღამოს 9 საათზე გაიმართება.
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებს ვიდეოზარით ჩაერთვება, რაც თემთა პალატისთვის უპრეცედენტო შემთხვევაა.
ზელენსკის ვიდეომიმართვის შესახებ მოთხოვნა, თემთა პალატის სპიკერმა დააკმაყოფილა. ლინდსი ჰოილის თქმით, „ყველა პარლამენტარს სურს უშუალოდ პრეზიდენტს მოუსმინოს, რომელიც უკრაინიდან ლაივ რეჟიმში ისაუბრებს, ეს თემთა პალატისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება“.