დღეს სერგეი ლავროვი და დმიტრო კულება მოლაპარაკებას ანტალიაში გამართავენ

ლავროვი-კულება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მოლაპარაკებას დღეს გამართავენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას  ანტალიაში შეხვდება. აღნიშნული შეხვედრის ინიციატორი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუა. 

უკრაინის პირველი დიპლომატი რუსული მხარისგან, პირველ ყოვლისა, ცეცხლის შეწყვეტასა და ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას მოითხოვს.