„დღეს ეკლესიაში პირველად მოვიდნენ ბავშვები! იდგნენ უჩუმრად, სანთლებით ხელში. ბოლოს კი ჩვენი ბიჭის სასახლეზე ნახატი დატოვეს“ - ქართველი მებრძოლის პანაშვიდი კიევში

უკრაინაში

გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯამბულატ ხოფერიას სამოქალაქო პანაშვიდზე დაფიქსირებულ ერთ-ერთ მომენტზე წერს:

,,კიევის შუაგულში, წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ტაძარში დავასვენეთ ჩვენი ბიჭი.

პანაშვიდზე როგორც წესი ბევრი ჯარისკაცი მოდის, არიან სამოქალაქო პირები და აუცილებლად კიეველი დედები მოდიან ხოლმე?? ქართველი დედების მაგივრად ტირიან. დღეს ეკლესიაში პირველად მოვიდნენ ბავშვები! იდგნენ უჩუმრად, სანთლებით ხელში.

ბოლოს კი ჩვენი ბიჭის სასახლეზე ნახატი დატოვეს. სიკვდილი სჯობს ამ უბედურების ყურებას. დიდება გმირებს“, - წერს გიგა მაქარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ჯამბულ ხოფერია 27-ე ქართველია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს ემსხვერპლა.