ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს
1786219080
დანია ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა.
გამოცემის ცნობით, ქვეყანაში გაიხსნა ღამის კლუბები, გვიან ღამით ალკოჰოლის გაყიდვა ნებადართული გახდა და დაწესებულებებში შესასვლელად კონტაქტების კვლევის აპლიკაციაც აღარაა აუცილებელი
ექსპერტების თქმით, ცვლილებები ქვეყანაში ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლითაა გამოწვეული.
„მოსახლეობის ძალიან დიდი რაოდენობაა სამი დოზით აცრილი. ვაქცინირებულებისთვის, „ომიკრონი“ არაა მძიმე დაავადება. ჩვენც მიგვაჩნია, რომ შეზღუდვების მოხსნა მიზანშეწონილია“, - აცხადებს ეპიდემიოლოგი ლონე სიმონსენი.