დაიღუპა 3,5 ათასი რუსი ჯარისკაცი, ხოლო 200-მდე ტყვედ ჩავარდა პოდოლიაკი - მიხაილ პოდოლიაკი

მიხაილ პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ  26 თებერვლის დილის მონაცემებით რუსეთმა 3 500-ზე მეტი სამხედრო დაკარგა, თითქმის 200 ტყვედ ჩავარდა.

პოდოლიაკის თქმით, მდგომარეობა კონტროლქვეშაა კიევშიც.

"დღევანდელი ღამე განსაზღვრავს მოლაპარაკებების პროცესს და ამ პროცესში პირობები უკრაინის ნაკარნახევი იქნება" - განაცხადა პოდოლიაკმა.

მთელი ღამის განმავლობაში კიევში სროლისა და შეტაკებების ხმა ისმოდა.

✕