„ჩვენმა მეუღლეებმა აქ გამოგვიშვეს, რომ ჩვენი სიცოცხლე გადაერჩინათ, ისინი კი იბრძვიან“ - საქართველოში ჩამოსული უკრაინის მოქალაქე

უკრაინის მოქალაქე

ერთ-ერთი რეისი, რომელმაც უკრაინაში მცხოვრები ქართველები სამშობლოში დააბრუნა, ქუთაისში ვარშავიდან შესრულდა. ბორტზე საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ომს გამოქცეული უკრაინელი ქალები და ბავშვებიც იმყოფებოდნენ.

„კურიერთან" ისინი ქვეყანაში შექმნილ ურთულეს მდგომარეობაზე საუბრობენ.

„მე ხარკოვიდან ვარ, ქალაქი ფაქტობრივად აღარ არსებობს. უნივერსიტეტები, ცენტრალური უბნები ყველაფერი განადგურებულია. ქალები და ბავშვები იძულებულები არიან დატოვონ ქვეყანა, საკუთარ სახლებს ტოვებენ და უკრაინაში მხოლოდ მამაკაცები რჩებიან. მაღაზიები დახურულია და მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში იხსნება, გვეხმარებიან ჰუმანიტარული დახმარებითაც, თუმცა ესეც არაა საკმარისი. იძულებულები ვიყავით პოლონეთიდან წამოვსულიყავით. საღამოს შვიდ საათზე წამოვედით ხარკოვიდან, ძალიან ბევრნი ვიყავით, ამიტომ ფეხზე დგომაც მოგვიწია, სუნთქვა არ შეგვეძლო, ვიყავით მხოლოდ ქალები და ბავშვები. ფეხით გადავკვეთეთ საზღვარი, შემდეგ კი ავტობუსებში გადაგვანაწილეს," - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

„ჩვენმა მეუღლეებმა აქ გამოგვიშვეს, რომ ჩვენი სიცოცხლე გადაერჩინათ, ისინი კი იბრძვიან. ასეთი სიტუაციაა, ჩვენი ქვეყანა უბრალოდ ინგრევა, ჩვენ ამ ბრძოლაში მარტო ვართ," - ამბობს ერთ-ერთმა მოქალაქემ.