ჩვენი ქალაქი ოკუპირებულია, ბრძოლები მიმდინარეობს - ხერსონის მერი

ხერსონი

უკრაინის ქალაქ ხერსონის მერის იგორ კოლიხაევის განცხადებით, ქალაქი ოკუპირებულია, ბრძოლები მიმდინარეობს და დაღუპული ბევრია, ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„ჩვენი ქალაქი ოკუპირებულია, ბრძოლები მიმდინარეობს,“- განაცხადა მერმა.

მისი თქმით, რუსულმა ძალებმა წუხელ ქალაქის რკინიგზის სადგური და პორტი დაიკავეს.