VIDEO: რა მოხდა საქართველო-სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ „დინამო არენაზე“
1742745694
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათ უნდა შეინარჩუნონ მჭიდრო კონტაქტი სხვა პარტნიორებთან, განსაკუთრებით საქართველოსა და მოლდოვასთან.
მისი თქმით, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი ევროპული უსაფრთხოება და უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალის მობილიზება იყო, რომელიც ძირს უთხრის ევროპულ უსაფრთხოებას.
„რუსეთის სამხედრო ძალის მობილიზება უკრაინაში და მის ირგვლივ და რუსეთის მცდელობები, ხელახლა შექმნას გამყოფი ხაზები ჩვენს კონტინენტზე, ძირს უთხრის ძირითად საფუძვლებსა და პრინციპებს, რომლებზედაც აგებულია ევროპული უსაფრთხოება და აბრუნებს ბნელ მოგონებებს გავლენის სფეროებზე, რომელთა ადგილი 21-ე საუკუნეში არ არის. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს სრულ და უდავო მხარდაჭერას უკრაინისადმი და ნებისმიერ სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ სერიოზული შედეგები და საფასური მოჰყვება დამნაშავისთვის,"- აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.