ჩვენ რომ აღარ ვიყოთ, შემდეგი იქნება ბალტიისპირეთი, მოლდოვა, საქართველო, პოლონეთი - ზელენსკი

ზელენსკი

„ჩვენ რომ აღარ ვიყოთ, ღმერთმა არ ქნას, შემდეგი იქნება, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი მოლდოვა, მერე იქნება საქართველო, მერე პოლონეთი, ასე მივლენ ისინი ბერლინის კედლამდე“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ „უკრაინული აგრესიის“ მოგერიებაში.