წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
"ნაცისტები, ბანდერა და შაიტანები (თავის თავს "ჩეჩნებს" ეძახიან), ჩვენ მალე მოვალთ თქვენთან! უბრალოდ არ გაიქცეთ, ჩვენ გვინდა, ერთ ადგილას დაგიმთავროთ!" - ასე ეხმაურება Telegram არხში ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი უკრაინაში, საომარ მოქმედებებში მყოფ ეთნიკურ ჩეჩნებს, რომლებიც უკრაინელებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან.
კადიროვი თავისი დაჯგუფების ვიდეოს აქვეყნებს.
"კადიროვმა გადაიღო ჩეჩენი ჯარისკაცების ასეული, რომლებიც იარაღით ხელში უკრაინაში წასასვლელად თოვლში დადიან.
მანამდე რამზან კადიროვმა მოუწოდა უკრაინელ მოსახლეობას, არ დაუჯერონ ნაციონალისტების განცხადებებს, რომლებიც „ქვეყნის დაცვას“ გპირდებიან, რადგან ისინი ხალხს სიკვდილამდე მიჰყავთ." - წერს რუსული გამოცემა.