1791316484
ჩინეთში კორონავირუსის 66 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 66 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ქვეყნის ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან 39 იმპორტირებულია, დანარჩენი კი ადგილობრივი შემთხვევები.
ასევე, ჩინეთში კორონავირუსის 5 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.












