1776796786
ჩინეთში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ქვეყნის ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან 40 ადგილობრივი ინფექციაა. დანარჩენი კი იმპორტირებულია.
ჩინეთში კორონავირუსის 52 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











