ჩინეთში კორონავირუსის 200 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ჩინეთი

გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 200 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან 75  ადგილობრივი ინფექციაა. დანარჩენი კი იმპორტირებულია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ჩინეთში კორონავირუსის 125  უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.