ხვალ დედამიწას ძლიერი მაგნიტური შტორმი დაფარავს
1742847458
ჩერნიგოვის მერმა ვლადისლავ ატროშჩენკომ ქალაქში დაჭერილი რუსი ოკუპანტების მიყვანისთვის ადგილობრივებს პრემია გადაუხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
"ჩერნიგოვის მერმა დაპირებისამებრ, მტრის დატყვევებული ჯარისკაცების "საფასური" გადაიხადა.
ასე რომ, ომის დროს, კარგი ფულის გამომუშავება შეგიძლიათ, ”- ნათქვამია შეტყობინებაში.
ფოტოზე ნაჩვენებია ასდოლარიანი კუპიურები.
მანამდე ალექსანდრ შევჩუკმა გამოაცხადა, რომ ბონუსს მოკლულ ან დატყვევებულ დამპყრობლებზე პირადად გადაიხდის, ასევე მტრის დაზიანებულ სამხედრო აღჭურვილობაზე.
"ჩემი პირადი ბონუსი დამწვარი ჯავშანტრანსპორტიორის საფასური 150,000 გრივნა იქნება, ქვეითი საბრძოლო მანქანისთვის - 200,000 გრივნა, ტანკისთვის - 250,000 გრივნა, ტყვედ ჩავარდნილი ან მოკლული რუსი ფაშისტი ოკუპანტებისთვის - 300 დოლარი თითოეულ მათგანზე”, - თქვა მან.