პენსიონერებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე ამოქმედდება - დეტალები
1776711480
რუსეთის მოქალაქეებს ავუხსნათ, რომ უკრაინელები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებენ,- ამის შესახებ უკრაინაში ვიზიტით მყოფმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.
ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
„ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გავაძლიეროთ უკრაინის მიერ წინააღმდეგობის გაწევის უნარი. ვფიქრობ, ყველაზე კარგი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია არის ის, რომ რუსეთის მოქალაქეებს ავუხსნათ, რომ უკრაინელები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებენ. 200 ათასი უკრაინელი სამხედრო ძალიან მძლავრი ძალაა. რუს დედებს თავიანთი შვილების სიცოცხლე უნდა ახსოვდეთ“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.