ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთმა ბელარუსში დაახლოებით 30 000 ჯარისკაცი და თანამედროვე შეიარაღება გადაისროლა - იენს სტოლტენბერგი

 იენს სტოლტენბერგი

ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთმა ბელარუსში დაახლოებით 30 000 ჯარისკაცი და თანამედროვე შეიარაღება გადაისროლა,- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. 

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ბოლო დღეების განმავლობაში, ბელარუსის მიმართულებით რუსეთის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი მოძრაობა დაფიქსირდა. ცივი ომის შემდეგ, ეს ბელარუსში რუსეთის ძალების ყველაზე დიდი განლაგებაა. საუბარია 30 000 ჯარისკაცზე, სპეცდანიშნულების ძალებზე, გამანადგურებლებზე, „ისკანდერის“ სარაკეტო სისტემებსა და С-400-ზე. ანუ, თანამედროვე რუსული შეიარაღების ფართო სპექტრს ვხედავთ“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.