„სიყვარულის ბიჭი აღარ არის... უდიდესი ტრაგედიაა...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1747424560
უკრაინა მოკლე ომისა და გამარჯვებისთვის ემზადება. ამის შესახებ, როგორც გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა იტალიურ მედიასაშუალებებთან ინტერვიუში.
დღეს, 20 თებერვალს კიევში ჩადის იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება და წინასწარი ინფორმაციით, უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადებს.
მელონის ვიზიტის წინ, იტალიურ გამოცემებთან ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ დასავლეთის მხარდაჭერით, დღეს უკრაინა გაცილებით ძლიერია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო და რუსეთი ვერასდროს შეძლებს უკრაინის დაპყრობას. შეკითხვას, ღირს თუ არა დიდი მსხვერპლის ფასად პატარა ქალაქის, ბახმუტის დაცვა, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ბახმუტის დაცვა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად. ზელენსკის განცხადებით, ბახმუტისთვის იბრძოლებენ, სანამ ეს გონივრული იქნება. მისივე თქმით, რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევასთან ერთად, უკრაინის შეიარაღებული ძალები ახალ კონტრშეტევას ამზადებენ.