ბაიდენსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს

ზელენსკი

აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ვლადიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რუსული შეიარაღებული ძალების შესვლა დაიწყო. პარალელურად, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის არაერთ ქალაქსა და დასახლებაში ისმის აფეთქებების ხმა და ხორციელდება სარაკეტო დარტყმები.