ავსტრალიაში გიგანტური ნიანგის ნამარხი აღმოაჩინეს, რომელსაც მუცელში შეჭმული დინოზავრის ძვლები აქვს

დინოზავრი

ავსტრალიაში გიგანტური ნიანგის ნამარხი აღმოაჩინეს, რომელსაც მუცელში შეჭმული დინოზავრის ძვლები აქვს.

ინფორმაციას ScienceAlert-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით,დაახლოებით 95 მილიონი წლის წინ, თანამედროვე ავსტრალიის ტერიტორიაზე, ნიანგების ნათესავმა პატარა დინოზავრი (ორნითოპოდი) შეჭამა.

უძველესი მტაცებელი ნიანგისა და მისი კარგად შემონახული უკანასკნელი სადილის ნაშთები მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ, დიდ ავსტრალიურ სუპერაუზში აღმოაჩინეს, ადგილზე, რომელიც ცარცული პერიოდით თარიღდება (დაახლოებით 145,5 – 65,5 მილიონი წლის წინანდელი ეპოქა).

აღსანიშნავია, რომ ავსტრალიის ამ ნაწილში ორნითოპოდის ძვლები პირველად აღმოაჩინეს და შეიძლება, აქამდე უცნობ სახეობას მიეკუთვნებოდეს.

ნიანგის შორეულ ნათესავს მეცნიერებმა Confractosuchus sauroktonos-ი უწოდეს, წარმოადგენს ბერძნული და ლათინური სიტყვების ერთობლიობას და ნიშნავს „დინოზავრების მკვლელ დამსხვრეულ ნიანგს“.

მეცნიერთა განცხადებით, ახალი აღმოჩენა წარმოადგენს პირველ ცალსახა მტკიცებულებას, რომელიც აჩვენებს, რომ დინოზავრებს ცარცული პერიოდის გიგანტური ნიანგები ჭამდნენ.