ავიაიერიშის შედეგად ხარკოვის ბირთვული კვლევის ობიექტი დაზიანდა - რა ინფორმაცია ვრცელდება რადიაციის დონის მატებაზე

რადიაცია

ომის მე-13 დღე უკრაინაში, ვითარება ისევ უკიდურესად დაძაბულია. იბომბება ქალაქები, იღუპებიან ადამიანები - მსხვერპლია მშვიდობიან მოქალაქეებს შორის. რამდენიმე საათის წინ დაიბომბა ხარკოვი, ჭურვი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, დაღუპულია 4 ადამიანი.

დაზიანდა ხარკოვის ბირთვული კვლევის ობიექტი. რადიაციის დონის მატებაზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. მიკოლაივის რეგიონში თავდასხმის შედეგად ხანძარი საცხოვრებელ უბნებში გაჩნდა. გარდაცვლილია 4 მშვიდობიანი მოქალაქე, დაშავებულია 5 ადამიანი.

დაიბომბა საცხოვრებელი კორპუსი სუმში, სადაც 18-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის არიან ბავშვებიც. ქალაქში ამ დრომდე გრძელდება სამაშველო ოპერაცია და ზუსტი ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ჯერ უცნობია.