ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო  ჩერნობილიდან რადიაციის შესაძლო გაჟონვის შესახებ განცხადებას აკეთებს

ჩერნობილი

უკრაინაში,  ატომური ელექტროსადგურიდან რადიაციის გაჟონვის საფრთხის შესახებ განმარტება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო  სოციალურ ქსელ twitter-ში ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ამო მომენტისთვის ვერ ხედავს კრიტიკულ გავლენას უსაფრთხოებაზე.

„უკრაინამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) აცნობა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის შესახებ. სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ მოქმედებები არღვევს ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდებისთვის უსაფრთხოების ძირითად ნორმებს. ამ შემთხვევაში სააგენტო ვერ ხედავს კრიტიკულ გავლენას უსაფრთხოებაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ ჩერნობილში რადიაციის გაჟონვის საშიშროება არსებობს.