აშშ-მა ბელარუსიდან დიპლომატების ოჯახების წევრები გაიყვანა

department of state

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ამერიკელი დიპლომატების ოჯახებმა ბელარუსი დატოვეს. ამის შესახებ CNN-ი წერს. 

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება „უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების უჩვეულო აქტივობის გამო“ იყო მიღებული.  ბელარუსში ჩასვლას აშშ-ის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს მანამდეც არ ურჩევდა და ამის მიზეზი რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იყო. ახლა კი ამას უკრაინასთან დაკავშირებული სიტუაციაც დაემატა.

მანამდე აშშ-ის საელჩომ უკრაინაში მოუწოდა თავის მოქალაქეებს, რომ ქვეყანა დატოვონ, რადგანაც ქვეყანაში სიტუაცია არაპროგნოზირებადია.

მიმდინარე წლის იანვარში რუსეთმა და ბელარუსმა ერთობლივი წვრთნების ჩატარების შესახებ განაცხადა. მანევრების ჩატარება თებერვლის ბოლომდე იგეგმება.