როდის უნდა აიღოთ ნაძვის ხე, რომ თავიდან აიცილოთ უიღბლობა
1768594851
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადების პარალელურად, აშშ-მ, კანადამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და დიდმა ბრიტანეთმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც წერენ, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის საგარეო აქტივებს ყინავენ. ამ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გადაწყვეტილება ქვეყნებმა კიევზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის მოლოდინში გამოაცხადეს.
საერთო განცხადებაში საუბარია რუსეთისათვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე, მათ შორის, იმაზე, რომ "ცალკეული რუსული ბანკები გაეთიშებიან SWIFT-ის მესინჯერ სისტემას".
"ჩვენ, ევროპული კომისიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა და შეერთებული შტატების ლიდერები ვგმობთ პუტინის არჩეულ ომს და თავდასხმას უკრაინის სუვერენულ ერსა და ხალხზე. ჩვენ ვდგავართ უკრაინის ხელისუფლებისა და უკრაინელი ხალხის გვერდით მათ გმირულ მცდელობაში, წინ აღუდგნენ რუსეთის შეჭრას.
რუსეთის ომი წარმოადგენს იმ ფუნდამენტური საერთაშორისო კანონებისა და ნორმების შეურაცხყოფას, რომელსაც უპირატესობა აქვს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და რომლის დაცვისთვისაც მზად ვართ. ჩვენ რუსეთს დავაკისრებთ პასუხისმგებლობას და ერთობლივად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ეს ომი პუტინისთვის სტრატეგიული მარცხი იყოს.
გასულ კვირას ჩვენს დიპლომატიურ მცდელობებთან, ჩვენი საზღვრების დაცვისთვის ერთობლივ მუშაობასთან და ამ ბრძოლაში უკრაინელი მთავრობისა და ხალხის დახმარებასთან ერთად, ჩვენ, ისევე, როგორც ჩვენი სხვა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა მსოფლიოს გარშემო, მივიღეთ მკაცრი ზომები რუსეთის საკვანძო ინსტიტუციებისა და ბანკებისა და ამ ომის არქიტექტორების, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ.
მაშინ, როცა რუსული ძალები თავს ესხმიან კიევსა და სხვა უკრაინულ ქალაქებს, ჩვენ მტკიცედ გადავწყვიტეთ, რომ გავაგრძელოთ რუსეთისათვის ისეთი ფასის დაკისრება, რომელიც ხელს შეუწყობს იამს, რომ რუსეთი დიდხანს იყოს იზოლირებული საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან და ჩვენი ეკონომიკიდან. ჩვენ ამ ზომებს მომდევნო დღეებში აღვასრულებთ.
უფრო ზუსტად, ჩვენ ვაპირებთ შემდეგი ზომების მიღებას:
პირველი, ჩვენ პირობას ვდებთ, უზრუნველვყოთ, რომ შერჩეული რუსული ბანკები SWIFT-ის მესინჯერის სისტემას გამოეთიშებიან. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ეს ბანკები გამოეთიშებიან საერთაშორისო ფინანსურ სისტემასა და გაუჭირდებათ გლობალურად ოპერირება;
მეორე, ჩვენ პირობას ვდებთ, რომ დავაწესებთ შემზღუდავ ზომებს, რომელიც ხელს შეუშლის რუსეთის ცენტრალურ ბანკს, გამოიყენოს საერთაშორისო რეზერვები სანქციების შედეგების თავიდან ასაცილებლად;
მესამე, ჩვენ პირობას ვდებთ, რომ ვიმოქმედებთ იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინის წინააღმდეგ ომსა და რუსეთის ხელისუფლების დამაზიანებელ ქმედებებში. უფრო კონკრეტულად, პირობას ვდებთ, რომ მივიღებთ ზომებს, რომ შევზღუდავთ მოქალაქეობის მინიჭებას ინვესტიციების სანაცვლოდ, ე.წ ოქროს პასპორტებს, რაც საშუალებას აძლევს მდიდარ რუსებს, რომლებიც დაკავშირებულები არიან რუსეთის ხელისუფლებასთან, გახდნენ ჩვენი ქვეყნების მოქალაქეები და მიიღონ წვდომა ჩვენს ფინანსურ სისტემებზე".
ცენტრალური ბანკი რუსეთის მთავარი საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც რეზერვში 643 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივებს ფლობს. ის ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ადგენს და უშუალო გავლენას ახდენს ეროვნულ ვალუტასა და ინფლაციის დონეზე.