აშშ ბელარუსში საელჩოს ხურავს

 ენტონი ბლინკენი

ამერიკამ ბელარუსში საელჩო დახურა, ხოლო რუსეთში არსებულ საელჩოში დასაქმებული თანამშრომლების ნაწილს და მათი ოჯახის წევრებს, ნებას რთავს დატოვონ ქვეყანა.

სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მინსკის საელჩოში მუშაობის შეჩერების შესახებ განცხადება დღეს, ორშაბათს გააკეთა.

"ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯები უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, რომლებიც გამოწვეულია უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმით", - თქვა მან.

ბლინკენის თქმით, მათი მთავარი პრიორიტეტი აშშ-ს მოქალაქეების უსაფრთხოებაა.