არესტოვიჩი: ბაიდენი, პუტინი და სი ძინპინი არ მიდიან შვეიცარიაში მშვიდობის სამიტზე, ამით აჩვენებენ, რომ ზელენსკის გეგმა არ გავა - დიდ ბიჭებს საკუთარი გეგმა აქვთ და მას განახორციელებენ

ალექსეი არესტოვიჩი

ბაიდენი, პუტინი და სი ძინპინი არ მიდიან შვეიცარიაში მშვიდობის სამიტზე და ამით აჩვენებენ, რომ ზელენსკის გეგმა არ გავა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა.

„პუტინი განცხადებებს აკეთებს მშვიდობის შესახებ. დიდ ბიჭებს საკუთარი გეგმა აქვთ და მას განახორციელებენ. ეს გეგმა პუტინმა და სი ძინპინმა პეკინში გაახმოვანეს: ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკებების დაწყება სტამბოლის შეთანხმებებით“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.