AP: უკრაინულ ჯარში დეზერტირების რაოდენობა, შესაძლოა, 200 ათას ადამიანს აღწევდეს

ომი უკრაინაში

დეზერტირთა საერთო რაოდენობა უკრაინის არმიაში, შესაძლოა, 200 ათას ადამიანს აღწევდეს. ინფორმაციას Associated Press-ი უკრაინის უმაღლესი რადის ერთ-ერთ დეპუტატზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, დეზერტირების რეალური მაჩვენებელი, შესაძლოა, ოფიციალურ მონაცემებს ბევრად აღემატებოდეს.

ცნობისთვის, უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვლიდან სამხედრო მდგომარეობა მოქმედებს. ქვეყანაში აგრეთვე საყოველთაო მობილიზაციაა გამოცხადებული. საყოველთაო მობილიზაციის ფარგლებში 18-დან 60-წლამდე ასაკის მქონე მამაკაცებს ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.