Amazon-ის დამფუძნებელმა დაბერებასთან ბრძოლის სტარტაპში 3 მილიარდი აშშ დოლარი ჩადო

ჯეფ ბეზოსი

Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა დაბერებასთან ბრძოლის სტარტაპში 3 მილიარდი აშშ დოლარი ჩადო. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

კომპანია აპირებს შეიმუშაოს ბიოლოგიური ტექნოლოგია ადამიანის უჯრედების აღდგენისა და დაავადების საწინააღმდეგოდ მათი მდგრადობისათვის.

გამოცემის ცნობით, ჯერ ნაადრევია პროექტის წარმატების გარანტია, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მკვლევარები შეძლებენ ახალი აღმოჩენების გაკეთებას დაბერების საწინააღმდეგო სფეროში.

2020 წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯეფ ბეზოსი 791 მილიონ დოლარს დახარჯავდა პლანეტის გადასარჩენად გარემოსდაცვითი ინოვაციების შექმნით. თანხა დაიგეგმა 16 ორგანიზაციისთვის, კერძოდ, გლობალური ფონდებისა და ინსტიტუტებისთვის.

იმავე წლის თებერვალში ჯეფ ბეზოსმა გამოაცხადა ბეზოს დედამიწის ფონდის შექმნა კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად 10 მილიარდი დოლარის საწყის კაპიტალში ინვესტიციით.

ამასთან, იანვრის დასაწყისში Amazon Corporation-მა გამოაცხადა, რომ ის 1 მილიარდ დოლარს ჩადებს ინდოეთში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში ონლაინ კომერციის ბაზარზე.

✕