შეკვეთილი მკვლელობა თუ შურისძიება - სად და როგორ აიყვანეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი
1742326584
სოკოს კუბო - ეს ევროპული გლოვის სამყაროში უახლესი ტრენდია, რომელიც ნიდერლანდებში სულ ცოტა ხნის წინ დაინერგა.
საქმე ისაა, რომ მეცნიერებმა სოკოს მიცელიუმისგან დამზადებული კუბოები შექმნეს, რომლებშიც ადამიანის ცხედარი კომპოსტად გარდაიქმნება. ინფორმაციას ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა Phys Org-ი ავრცელებს.
იდეა დელფრის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერი ბობ ჰენდრიქსს ეკუთვნის.
კუბოს შექმნის ტექნოლოგია ხავსის მოკრეფას, სოკოდან მიცელიუმის მიღებასა და მიღებულ მასაში მერქნის ნაფოტების დამატებას ითვალისწინებს.
მასა 7 დღეში მყარდება, დასველების შემდეგ კი კვლავ აქტიურდება. ჰენდრიქსის თქმით, ეს მასალა სრულფასოვანი ორგანიზმია.
კუბო ხავსით არის მოფენილი, რომელშიც ნიადაგში მობინადრე არსებებია ჩასმული, რაც გახრწნის პროცესს კიდე უფრო აჩქარებს.
ასეთ კუბოში მოთავსებული ცხედარი 2-3 წელიწადში გაიხრწნება, კუბო კი 30-45 დღეში. შედეგად, მიწაში მოხვედრილი ნაწილაკები ნიადაგს გაამდიდრებს.
გასულ შაბათს ასეთ კუბოში პირველი გარდაცვლილი- 82 წლის ქალი დაკრძალეს.