534 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს ხარკივის დეოკუპირებულ ნაწილში

საფლავები

ხარკივის დეოკუპირებულ ნაწილში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული 534 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკივის რეგიონში ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

"სამწუხაროდ, დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენ უკვე აღმოვაჩინეთ 534 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი, საიდანაც 226 ქალია, 260 მამაკაცი, 19 ბავშვი (მათგან 13 უცნობია), ხოლო 29 ადამიანის ნეშტის სქესი ჯერ დადგენილი არ არის“, - ამბობს სერხი ბოლვინოვი.

მისივე თქმით, რეგიონის დეოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩენილია 22 წამების კამერაც.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილის კირილ ტიმოშენკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ხარკივის რეგიონში 483 დასახლებაა დეოკუპირებული.