4 დღეა მაშველები 5 წლის ბიჭის გადარჩენას ცდილობენ - მაროკოში ბავშვი 32 მეტრიან ჭაში ჩავარდა

მაროკო

მაროკოში ხუთი წლის ბიჭი 32 მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა. მაშველები რამდენიმე დღეა მის ამოყვანას უშედეგოდ ცდილობენ.

ისინი ბიჭთან მიღწევას წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ. 5 წლის რაიანი უკვე ოთხი დღეა ვიწრო ჭაბურღილშია ჩავარდნილი.

შემთხვევის ადგილზე ათასობით ადამიანია შეკრებილი, რომლებიც მაშველებს გულშემატკივრობენ და 5 წლის რაიანის გადარჩენას ელოდებიან.

მეწყერის შიშმა სამაშველო ოპერაცია უფრო სახიფათო გახადა.