2022 წლის „ოსკარის" ნომინანტები ცნობილია

ოსკარი

2022 წლის „ოსკარის" დაჯილდოების ნომინანტები ცნობილია. საუკეთესო ფილმის კატეგორიაში 10 ნამუშევარი დასახელდა.

„დიუნი", „ძაღლის ძალაუფლება", ​„ვესტსაიდური ამბავი",​ „ბელფასტი", „კოდა", „ატარე ჩემი მანქანა", „არ აიხედო", „მეფე რიჩარდი", „ძირტკბილას პიცა", „საშინელებათა ხეივანი".

საუკეთესო რეჟისორის ტიტულისთვის იბრძოლებენ : კენეტ ბრანა – „ბელფასტი", სტივენ სპილბერგი – „ვესტსაიდური ამბავი", ჯეინ კემპიონი – „ძაღლის ძალაუფლება",​ რიუსუკე ჰამაგუჩი – „ატარე ჩემი მანქანა", პოლ ტომას ანდერსონი – „ძირტკბილას პიცა"

საუკეთესო მსახიობი ქალი: ნიკოლ კიდმანი – „იყო რიკარდო", კრისტენ სტიუარტი – „სპენსერი", ჯესიკა ჩესტეინი – „ტემი ფეის თვალები", ოლივია კოლმანი – „დაკარგული ქალიშვილი", პენელოპა კრუსი – „პარალელური დედები".

საუკეთესო მსახიობი კაცი: უილ სმიტი – „მეფე რიჩარდი", ბენედიქტ კამბერბეტჩი – „ძაღლის ძალაუფლება", ხავიერ ბარდემი – „იყო რიკარდო", ენდრიუ გარფილდი – „ტიკ ტიკ ბუმ",  დენზელ ვაშინგტონი – „მაკბეტის ტრაგედია".

ოსკარის რიგით 94-ე დაჯილდოება 27 მარტს გაიმართება.