„აღარ გვყავს ჩვენი მზისსხივა ბიჭი...“ - ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს სკოლა ემშვიდობება
1742243338
მარიუპოლშიუკვე მრავალი საათია რუსული ჭურვები ცვივა, ინტენსიური დაბომბვის შედეგად ასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის - ბავშვები, არიან გარდაცვლილებიც.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია გამოცემა მარიუპოლის საკრებულოს ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაბომბილია სამშობიარო და ათეულობით საცხოვრებელი კორპუსი.
"სამშობიარო და ათობით საცხოვრებელი კორპუსი მნიშვნელოვნად დაზიანდა. განადგურდა მიგრანტთა სკოლა და ჰოსტელი. რუსებმა ნამდვილი სისხლიანი ტერორი მოაწყვეს.
მარიუპოლი ამას არ დაივიწყებს და არ აპატიებს. პუტინის ფაშისტები უნდა შეჩერდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.
დონეცკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის დაზუსტებული მონაცემებით, უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების შეჭრის დაწყებიდან, მარიუპოლის დაბომბვის შედეგად 138 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.