შვილი დედის ცხედარს 2 წელი საკუთარ საძინებელში, ზეწარში გახვეული მალავდა - რა მოხდა თბილისის ცენტრში
1772827858
სუდანის დედაქალაქში 10 წლის ბიჭი რვა საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ გადაარჩინეს. ბავშვი ნაგვის სატვირთო მანქანაში ჩავარდა და იქ რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გაჭედილი. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ცნობით, 10 წლის მაჯედ მუბარაქ იბრაჰიმი დასუფთავების სატვირთო მანქანაზე მუშაობდა, ნაგვის ჩაყრის დროს კი, სატვირთოში ჩავარდა.
მოზარდი ახლა საავადმყოფოშია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი დეტალები არ ვრცელდება.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, როგორ ცდილობენ მაშველები ბიჭის გათავისუფლებას.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელებში მომხდარს აქტიურად განიხილავენ. ამბობენ, რომ უბედური შემთხვევა ნათელს ჰფენს სუდანში ბავშვთა შრომის საკითხს, მათი თქმით, ბავშვებზე ხშირად ექსპლუატაციას ახდენენ და ზოგ შემთხვევაში ჯარისკაცადაც აჰყავთ.
როგორც ცნობილია, სუდანში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, რაც ბავშვებს სახიფათო შრომასაც აიძულებს.
გაეროს ბავშვთა სააგენტოს (UNICEF) მონაცემებით, დაახლოებით სამი მილიონი სუდანელი ბავშვი განათლებას ვერ იღებს.