„1 027 ქალაქი და სოფელი გავათავისუფლეთ“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სამხედროებმა რუსი ოკუპანტებისგან 1 027 ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს, თუმცა კიდევ 2 610 დასახლებული პუნქტი ამ დრომდე ოკუპირებულია.

როგორც მან აღნიშნა, 24 თებერვლის შემდეგ, საომარი მოქმედებების შედეგად 10 ოლქის ტერიტორია დაზიანდა.

“ამ დროის განმავლობაში შესაძლებელი გახდა 1 027 ქალაქისა და დაბის გათავისუფლება, კიდევ 2 610 კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. მათი უმეტესობა უნდა აღვადგინოთ. ასობით მათგანი მთლიანად გაანადგურა რუსეთის არმიამ და ფაქტობრივად, ხელახლაა ასაშენებელი. გარდა ამისა, უკრაინის სხვა რეგიონების ათეულობით ქალაქი რაკეტებით დაიბომბა, განადგურდა ასობით საწარმო, მათ შორის არის რთული, ძალიან სახიფათო მრეწველობა - ეს არის ქიმია, ეს არის მეტალურგია“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.