ცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის - როდიდან იქნება სიახლე
1762892292
კარიბის ზღვის აუზში აშშ-ის სამხედრო ოპერაციები საერთაშორისო სამართალს არღვევს, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ნოელ ბარომ განაცხადა.
„ჩვენ შეშფოთებით ვაკვირდებით კარიბის ზღვის აუზში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებს, რადგან ისინი საერთაშორისო სამართალს არღვევს. ამ რეგიონში მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს, ამიტომ მათზე შეიძლება, გავლენა იქონიოს ნებისმიერი ესკალაციით გამოწვეულმა არასტაბილურობამ, რომლის თავიდან აცილებაც ცხადია, გვსურს“, – განაცხადა ბარომ კანადაში, დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის დაწყებამდე.
აშშ-მა კარიბის ზღვის აუზსა და წყნარი ოკეანის სანაპიროებთან გემებზე აქამდე, სულ მცირე, 19 დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 76 ადამიანი დაიღუპა.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს ვენესუელაზე იერიშის მიტანას, ხოლო შემდეგ კი ეს განზრახვა უარყო. როგორც მედია წერს, ბუნდოვანი რჩება, საერთოდ გამორიცხავს პრეზიდენტი მომავალში დარტყმების განხორციელებას, თუ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული.