ზელენსკის ვალერი ზალუჟნი თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებია - უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი

ნიკიფოროვი

ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გაათავისუფლა თუ არა პრეზიდენტმა ზალუჟნი, ნიკიფოროვმა უპასუხა: „დანამდვილებით გეტყვით რომ არა. პრეზიდენტს არ გაუთავისუფლებია მთავარსარდალი“.

მანამდე უკრაინის რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ ვალერი ზალუჟნის გადადგომის შესახებ განუცხადეს.