ზელენსკიმ დაასახელა ქვეყანა, რომელსაც რუსეთზე გამარჯვების შემდეგ მოინახულებს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში გამარჯვების შემდეგ, მისი ერთ-ერთი პირველი უცხოური ვიზიტი პოლონეთის ქალაქებში იქნება. 

„სამწუხაროდ, მე დღეს არ მაქვს შესაძლებლობა ომის გამო, ზოგიერთ ქალაქში წავიდე, რომლებიც ან ჰუმანიტარულ ცენტრებად არსებობენ, ან იარაღის მიწოდების კერებად, ან ლამაზ ქალაქებად, რომლებმაც  ჩვენი ხალხი, განსაკუთრებით ქალები და ბავშვები მიიღეს.

დღეს არ მაქვს საშუალება წავიდე და ამ ხალხს, ამ ქალაქებს მადლობა გადავუხადო. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ეს იქნება ერთ-ერთი პირველი ქალაქი, რომელსაც სიამოვნებით ვესტუმრები“, - განაცხადა ზელენსკიმ.