ზელენსკი რომში ჩავიდა, სადაც პაპ ლეო XIV-ს და პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის შეხვდება

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიის დედაქალაქ რომში ჩავიდა, სადაც ის პაპ ლეო XIV-ს და პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის შეხვდება.

პრეზიდენტის პრესმდივნის, სერგეი ნიკიფოროვის თქმით, რომის პაპთან აუდიენცია დღის პირველ ნახევარში გაიმართება, მელონისთან შეხვედრა კი დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.

როგორც უკრაინული მედია წერს, პაპი ლეო XIV მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დამთავრდეს.

მისი თქმით, ევროპა აქტიურად უნდა ჩაერთოს „სამშვიდობო გეგმის“ შემუშავებაში, სრულმასშტაბიანი ომი გადაწყდეს.

იტალიაში ვიზიტამდე ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც მან შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან.