ზელენსკი NATO-ს გენერალურ მდივანს ტელეფონით ესაუბრა

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუსეთთან. ამის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ზელენსკი საკუთარ სოციალურ ქსელში ადასტურებს.

„მე ხაზი გავუსვი NATO--ში უკრაინის მიწვევის მნიშვნელობას და ჩვენი საბრძოლო ბრიგადების საბრძოლო მასალებით, იარაღითა და ტექნიკით დროულად გაძლიერების აუცილებლობას, ასევე ზამთარში რუსული საჰაერო ტერორისგან უკრაინის თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობას“,- წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ NATO-ს გენერალურ მდივანთან ერთად ახდენს პოზიციების კოორდინაციას „სამართლიანი და სტაბილური მშვიდობის მისაღწევად“. ზელენსკის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა გადამწყვეტია არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ ევროპელი პარტნიორებისთვისაც.

„ერთის უსაფრთხოება ყველას უსაფრთხოების საფუძველია“,- წერს უკრაინის პრეზიდენტი.