ცნობილია 17 წლის გოგოს ვინაობა, რომელიც თანატოლებს სასტიკად უსწორდება
1763321894
თურქეთში მყოფმა უცხოელმა მაშველმა აღიარა, რომ მათთვის ძალიან მძიმეა, როცა ნანგრევების ქვეშ ბავშვის ნივთებს პოულობენ.
„სამუშაო მოედანს ხელსაწყოებით ვამზადებთ და სპეციალურ ქვედანაყოფს ვეუბნებით - „ამოთხარეთ!“ ეს ორი გროვა ორი ათსართულიანი სახლია. ისინი კარტებივით ჩამოიშალნენ, ადამიანებს რეაგირების დროც კი არ ჰქონდათ. საწოლებზე როგორც ეძინათ, ისევე ვპოულობთ მათ. მაგრამ ცოცხლებსაც ვპოულობთ, ასე რომ, ტყუილად არ მოვსულვართ“, - ამბობს ის.
მაშველის თქმით, ეკიპაჟები შეუჩერებლად მუშაობენ, რათა რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადაარჩინონ.
„სასწაულია, რომ ისინი ცოცხლები არიან, როცა ღამით გარეთ მინუს ოთხი გრადუსია. ყველაზე ცუდი ის არის, როცა ნანგრევებს შორის ბავშვების ნივთები და სათამაშოები გვხვდება. ხვდები, რომ აქ ბავშვის ოთახი იყო და შესაძლოა, იპოვო ბავშვი", - აღიარა მან.