1764853610
ვიქტორ ორბანი: ვულოცავ ანდრეი ბაბიშს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას, სათავეში ერთგული ჩეხი პატრიოტი დაბრუნდა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ანდრეი ბაბიშს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს.
მისი თქმით, მოხარულია, რომ ჩეხეთის სათავეში ერთგული პატრიოტი დაბრუნდა.
„ვულოცავ ანდრეი ბაბიშს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. სათავეში ერთგული ჩეხი პატრიოტი დაბრუნდა. მოუთმენლად ველი მის ნახვას მომავალ კვირას ევროსაბჭოს ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე“, – წერს ორბანი.
ცნობისთვის, დღეს ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პარტია „ანოს“ ლიდერი ანდრეი ბაბიში დანიშნა. მედიის ცნობით, ანდრეი ბაბიში მილიარდერი, „აგროფერტის“ ჰოლდინგის მფლობელია, რომელიც ევროკავშირისგან სუბსიდიებს იღებს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნამ შესაძლოა, ინტერესთა კონფლიქტი შექმნას.










