25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1753008975
ვიეტნამის სანაპიროსთან ტურისტული ნავი გადატრიალდა, რის შედეგადაც 38 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე პირს ამ დრომდე ეძებენ. შემთხვევა ჰალონგის ყურეში მოხდა. ბორტზე 48 ტურისტი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. მაშველებმა ათი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბორტზე მყოფი ყველა ტურისტი ვიეტნამელი გახლდათ, მათ შორის რამდენიმე ბავშვი იყო.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ათობით მაშველი, სანაპირო დაცვისა და პოლიციის თანამშრომლები, ასევე პროფესიონალი მყვინთავები მონაწილეობენ.
ვიეტნამს ტაიფუნი უახლოვდება, რაც სამძებრო სამუშაოებს ართულებს
ნავი მაშინ გადაბრუნდა, როდესაც ტაიფუნი „ვიფა“ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში შევიდა.
ჰალონგის ყურე ყოველწლიურად ათობით ათას ვიზიტორს იზიდავს. ნავით გასეირნების ტურები ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.